DYSON

EVERY GIRL‘s MUST-HAVE

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲓᲔᲑᲐ DYSON  ᲨᲔᲫᲔᲜᲐ?

🛍️ Dyson-ის პროდუქციის შეკვეთა და მიტანა
ძვირფასო მომხმარებელო, მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ Dyson-ის სასურველი პროდუქციის შეძენის მარტივი პროცესი:

ჯავშნის დასადასტურებლად აუცილებელია 20 ლარის ოდენობის ავანსის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ანგარიშის ნომერი: 62009007201

ბანკი: თიბისი ბანკი / საქართველოს ბანკი

მიმღები: ქ.დ.

გთხოვთ, პირად შეტყობინებაში დაგვიდასტუროთ ჩარიცხვის ქვითარი, სასურველი მოდელი, სრული მიწოდების მისამართი და საკონტაქტო ნომერი, სადაც გამოიგზავნება პროდუქტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

მიწოდების სავარაუდო ვადა შეადგენს 2-დან 5 კვირამდე.

როგორც კი თქვენი Dyson საქართველოში ჩამოვა, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას. სრული თანხის დაფარვისთანავე, პროდუქტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება მითითებულ მისამართზე.

Dyson-ის მოდელებზე მითითებული ფასები არის საბოლოო. დამატებით ემატება მხოლოდ შიდა საკურიერო მომსახურების ღირებულება: 6-8 ლარი თბილისსა და რეგიონებში.

პროდუქტის საქართელოს საბაჟოს გადმოკვეთის შემდგომი პირობები და რეგულაციები

1. ანგარიშსწორება და მიწოდება
პროდუქტის (იგუსლიხმება ნებისმიერი ტექნიკა) გადაცემამდე სავალდებულოა სრული ღირებულების წინასწარი დაფარვა და ქვითრის წარდგენა.

  • კურიერის მომსახურება: მიწოდების საფასური ირიცხება, კურიერისთვის ჩაბარების მომენტში. ტარიფი მერყეობს 6.50-8-12 ლარამდე, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქსა და დაბაზე.

2. გარანტიის პოლიტიკა და ხარისხის კონტროლი:
პროდუქტის დაბალი ფასიდან გამომდინარე, შპს-ს არ აქვს რესურსი, უზრუნველყოს დამატებითი კომერციული გარანტია პროდუქტზე.

მინიმალური ფასი რაც არის 250 ლარი უთოსა, 400 ლარი ძველ, 450 ლარი ახალი ფენის შემთხვევაში ფარავს ყველა იმპორტთან დაკავშირებულ ხარჯს, მათ შორის საბაჟო გადასახადებს, დამატებითი ღირებულების გადასახადებს იმპორტის მოსაკრებლებს, დეკლარირებას, ლოჯისტიკურ მომსახურეობას ანუ საერთაშორისო ტრანსპორტირებას ჩინეთიდან და სხვა არსებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. მათ შორის საკუთარ თავზე ვიღებთ უზარმზარ რისკებს როგორიც არის პროდუქტის დაზაინება ტრანსპორტირების დროს, პროდუქტის კონფისკაცია საბაჟზე ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი ზარალი.

პროდუქტის შეთავაზება კი ბაზარზე არსებულ ყველაზე მინიმალურ ფასად, განპირობებულია მოგების მინიმალური მარჟის ხარჯზე (არაუმეტეს 25 ლარისა თითოეულ ერთეულზე). შესაბამისად არ გვავქს არანაირი რესურსი რომ პროდუქტს მოყვეს გარანტია.

ტექნიკური მოწყობილობის გამძლეობა დამოკიდებულია მის ექსპლუატაციის პირობებზე, რაც გულისხმობს მოხმარების წესებს.

  • ქარხნული წუნის შემოწმება: ქარხნული წუნი სტატისტიკურად იშვიათია. ნებისმიერი საწარმოო დეფექტი, როგორიცაა კორპუსის დაზიანება, ან ტექნიკური პრობლემა ვლინდება მიღებისთანავე, რაზეც გაქვთ ჩვენი გარანტია, რომ თუ მიღებისთანავე აღენიშნება რაიმე წუნი პროდუქტი ჩანაცვლდება ახლით.
  • პროდუქტის ჩაბარების მომენტში სავალდებულოა მისი ვიზუალური და ტექნიკური ინსპექცია მიმღების მიერ, რომ არ აქვს დაზიანება და იდეალურად მუშაობს.
  • მიღების შემდგომ მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს დეფექტის არსებობა ან არარსებობა მიღებისთანავე, დაგვიანების გარეშე. რაიმე წუნის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გვანახოთ ფოტო, რასაც თან დაურთავთ სერიულ ნომერს რომელიც მოყვება თითოეულ დაიონს, რითაც მოხდება დაისონის იდენტრიფიცირება.
  • ამის შემდეგ, პროდუქტზე პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე და ჩვენს მიერ დამატებითი გარანტია აღარ მოქმედებს.

დამატებითი ინფო: ჩინეთში ქარხანა მწარმოებელი გასცემს ნივთზე გარანტიას 2 თვის მანძლზე რაც გულისხმობს მის შეკეთებას, ჩინეთში, რაც უკვე საქართელოში ჩამოსულ ნივთზე ფაქტობრივად იქნება შეუძლებელი, ასე და ამგვარად ნივთს არ მოყვება გარანტია.
რეალურად ოფიციალურ დაისონში შეძენილ ავთენტურ ნივთზეც კი იგივე პირობები ვრცელდება, მათი გარანტია ვრცელდება მხოლოდ შეძენის ქვეყანაში, და თუ ქარხნული წუნი ექნება სავალდებულო იქნება ნივთის ჩატანა ან გაგზვნა, შესაბამისად ფასის და მიუხედავად ჩვენც ვმოქმედებთ მსგავსი პოლიტიკით.

დადებითი სტატისტიკა: აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ტექნიკური პრობლემა. ყოფილა ვიზუალური დეფექტები მხოლოდ ორ შემთხვევაში ორი წლის მანძლზე, მიღებისთანავე, რის შედეგადაც მოხდა პროდუქტის უპრობლემო ჩანაცვლება.

4. ფენის მიღების დროს მნიშვნელოვანია ფენის გამოყენების ინსტრუქციას გადაავლოთ თვალი და მიყვეთ ზუსტად ისე როგორც იქნება ნაჩვენები ვიდეოში, ვიდეო იქნება ინსტაგრამის მთავარ გვერდზე “აპინული”

3. ჩვენს მიერ მოწოდებული პირობების თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რის შემდეგაც პროდუქტი გაიგზავნება იმავე დღეს და ჩაგბარდებათ 2 დღეში.

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ჩვენს მიერ მიწოდებულ პირობებს, მას უფლება აქვს, შეწყვიტოს გადახდისა და შეკვეთის გაფორმების პროცედურა. ასე და ამგვარად შეკვეთა იქნება გაუქმებული.
თქვენი ყურადღებისთვის მადლობას გიხდით.

CONTACT ME

დამატებითი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

მოხარულნი ვართ რომ დაინტერესდით ჩვენი პროდუქციით.
ხარისხი: წარმოდგენილი ნივთი არის ორიგინალის ზუსტი ანალოგი და ხარისხის თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება მისგან.

ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია ჩინეთში. ქარხნებთან მოლაპარაკებები და ხარისხის შემოწმება ხორციელდება ადგილზე, პირადად.

ჩვენი მაღაზია უკვე 10 წელია ახორციელებს ნივთების იმპორტს ჩინეთიდან. ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე ათასზე მეტი ნივთი წარმატებით იქნა მიწოდებული მომხმარებლისთვის, მათ შორის Dyson-ის პროდუქცია, რომელიც 500-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე მიიღო.

თუ გსურთ, რომ პირადად დარწმუნდეთ პროდუქციის ხარისხსა და ჩვენს სანდოობაში, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ინსტაგრამის გვერდს, სადაც იხილავთ:

* დეტალურ ვიდეოებსა და ფოტომასალას
* მომხმარებლების მიმოხილვებს და სხვა.

გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს! დიდი მადლობა, რომ ხართ აქ.

What Our Customer Say?